საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდარ ჯიკიჩმა ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპზე ჩვენი გუნდის მეტოქეების შესახებ ისაუბრა:
“დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, საბოლოოდ გაირკვა, სად ვითამაშებთ და ვინ იქნებიან ჩვენი მოწინააღმდეგეები ჯგუფში. ახლა მნიშვნელოვანია, სწორად გავაანალიზოთ ყველაფერი და მოლოდინებიც შესაბამისი გვქონდეს. კარგად უნდა გვესმოდეს თუ როგორი ძლიერი მეტოქეები გვეყოლება, როგორი რთული გრაფიკი გვექნება კვიპროსზე და უნდა ვკონცენტრირდეთ ისეთ დეტალებზე, რაც ჩვენი კონტროლის ქვეშაა. იმედი მაქვს, ყველა მოთამაშე ჯანმრთელი იქნება შეკრებისთვის და მაქსიმალური მოტივაციით, მობილიზებით, დისციპლინით, თავდადებითა და შრომისმოყვარეობით შევუდგებით საქმეს," - კიჯიჩის კომენტარს საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ავრცელებს.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები 2025 წლის ევროპის ჩემპიონატზე C ჯგუფში - კვიპროსის, იტალიის, ესპანეთის, საბერძნეთისა და ბოსნია და ჰერცეგოვინას ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.
ევრობასკეტის C ჯგუფის მასპინძელი ქვეყანა კვიპროსი იქნება. მატჩები ლიმასოლში გაიმართება. ევროპის ჩემპიონატი სტარტს 27 აგვისტოს აიღებს და 14 სექტემბერს დასრულდება.
მნიშვნელოვანია, სწორად გავაანალიზოთ ყველაფერი, - ჯიკიჩი ევრობასკეტის შესახებ









