"პარტენოპეიმ" უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა, რითაც სატურნირო ცხრილში საქმეები კიდევ უფრო გაირთულა. ანტონიო კონტეს გუნდმა ბოლო 7 მატჩიდან მხოლოდ ერთხელ მოახერხა გამარჯვება. შეხვედრის დასრულების შემდეგ, იტალიელმა სპეციალისტმა მედიასთან ისაუბრა:
"ვფიქრობ, რომ საფეხბურთო დონეზე მეტოქემ დიდი პრობლემები ვერ შეგვიქმნა, რადგან მოედანზე იყო ერთი გუნდი, რომელიც ფეხბურთს თამაშობდა და ეს რა თქმა უნდა ნაპოლი იყო. ჩვენ გავაკეთეთ ის, რისი გაკეთებაც შეგვეძლო, მაგრამ როცა ამდენი შანსი გაქვს, გოლი აუცილებლად უნდა გაიტანო. მათი შანსები წარმოიშვა ჩვენი შეცდომებიდან, ვენეციას სხვა საინტერესო არაფერი შემოუთავაზებია.
ჩვენ ვითამაშეთ ისეთ საფარზე, რომელიც არ ვიცი რატომ არ იყო საკმარისად სველი. ამის გამო ბურთი მოედნაზე კარგად არ გადაადგილდებოდა. შესაძლოა, ეს პირველად მოხდა, რადგან დი ფრანჩესკოსაც კი ვკითხე ამასთან დაკავშირებით — შემთხვევით ეს მათი იდეა ხომ არ იყო, თუმცა მან მიპასუხა, რომ არა.
წინ სანაკრებო პაუზა გველოდება, სადაც ჩვენი პერფორმანსის გაუმჯობესებას შევეცდებით. ატალანტა-ინტერი? მატჩი როგორც არ უნდა დასრულდეს, ჩვენთვის არაფერი იცვლება — ჩვენ უნდა მივხედოთ საკუთარ თავს, გავიღოთ ყველაფერი და შემდეგ გადავხედოთ სეზონის ბოლოს, რა შედეგი ექნება ამ ძალისხმევას. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ვენეციასთან დავიმსახურეთ გამარჯვება, მაგრამ ფრეც არ არის ცუდი შედეგი."
ნაპოლი 29 ტურის შემდეგ, 61 ქულით, მე-2 პოზიციაზე იმყოფება.
ნაპოლი 29 ტურის შემდეგ, 61 ქულით, მე-2 პოზიციაზე იმყოფება.










