ესპანური პრესა გიორგი მიქაუტაძის შესახებ საუბარს აგრძელებს. შეგახსენებთ, რომ ოსასუნასთან მატჩში ახალგაზრდა თავდამსხმელმა შეაგდო სადებიუტო ბურთი ვილიარეალში, რამდენიმე დღის შემდეგ კი ქართველმა ფორვარდმა სევილიასთან ასისტი გაიფორმა.
"მიქაუტაძე ერთ-ერთია იმ ფეხბურთელებს შორის, რომლებსაც მატჩის ბედის გადაწყვეტა მარტოებს შეუძლიათ. ის მუდმივად ცდილობს სწორი გადაწყვეტილების მიღებას. ჟორჟი მუდმივად ეძებს დარტყმის მომენტს, ამის გარდა, ის რევს მეტოქის დაცვას და ბურთსაც აკონტროლებს.
ქართველი თავდამსხმელის სახით, ვილიარეალმა უმაღლესი დონის ფეხბურთელი დაიმატა. მოედანზე ის აკეთებს იმას, რაც სურს. მას ჰქონდა მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა, ამჯერად სევილიასთან, რომელშიც "ყვითლების" ფორვარდმა თავისი გუნდის მოგებაში უდიდესი როლი ითამაშა."









