ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ერთმანეთს სწორედ ეს გუნდები შეხვდნენ, მატჩი ნეაპოლელებმა 3:1 მოიგეს.
ბარსელონაში იმყოფებოდა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი, რომლის იქ ჩასვლაც ბარსელონასთან მოლაპარალებებს დაუკავშირეს.
თუმცა ჯუღელის კატალონიაში ვიზიტი ამ კლუბს საერთოდ არ უკავშირდებოდა. გარდა მატჩის ყურებისა, ჯუღელი ნაპოლის პრეზიდენტს შეხვდა.
დე ლაურენტისი და ჯუღელი განიხილავენ, თუ როგორი იქნება კვარაცხელიას ახალი კონტრაქტი გუნდში. როგორც აგენტი Lagazzetta.ge-სთან აცხადებს, ყველაფერი მაისში გადაწყდება. იხილეთ ჯუღელის სრული ინტერვიუ ამ საკითხთან დაკავშირებით.










