"ნერაძურის" მხრიდან გოლები მატეო დარმიანმა და ჰაკან ჩალჰანოღლუმ გაიტანეს. თურქმა ნახევარმცველმა თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა.
ეს იყო სიმონე ინძაგის გუნდის პირველი მოგება მიმდინარე სეზონში, ჯენოასთან ნათამაშები ფრეს შემდეგ.
ინტერის შემდეგი მოწინააღმდეგე იქნება ბერგამოს ატალანტა, მატჩი 30 აგვისტოს გაიმართება.











