სერია A-ს მე-13 ტურის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი სან სიროზე გაიმართა, სადაც მაყურებელმა მილანისა და ლაციოს დაპირისპირება იხილა. "როსონერი" ამ შეხვედრას ძალიან კარგ ფორმაში შეხვდა, რასაც ვერ ვიტყოდით მაურიციო სარის გუნდზე, რომელმაც სეზონი არც ისე კარგად დაიწყო.
მაყურებელმა საკმაოდ ბევრი საგოლე მომენტი იხილა, თუმცა შეხვედრაში მხოლოდ ერთი გოლი გავიდა — თავის გამოჩენა რაფა ლეაომ შეძლო, რომელიც ძალიან კარგ ფორმაში შევიდა.
მაქს ალეგრის გუნდმა ამ გამარჯვების შემდეგ 28 ქულა მოაგროვა, რითაც სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე გადასვლა მოახერხა. "როსონერის" უკვე 13-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. რაც შეეხება ლაციოს, "არწივები" 18 ქულით, მე-8 პოზიციაზე დარჩნენ.
მილანი 1-0 ლაციო
გოლი: 1-0 რაფა ლეაო 51'.
მატჩის მიმოხილვა









