პრემიერ ლიგის მე-9 ტურის კიდევ ერთი საინტერესო დაპირისპირება ოლდ ტრაფორდზე გაიმართა, სადაც მაყურებელმა მანჩესტერ იუნაიტედისა და ბრაიტონის მატჩი იხილა. რუბენ ამორიმის გუნდი ამ შეხვედრას კარგ ფორმაში შეხვდა და იმის მიუხედავად, რომ "თოლიებმა" ბოლომდე იბრძოლეს, გამარჯვება მაინც მასპინძლებს დარჩათ.
მანჩესტერ იუნაიტედმა ამ გამარჯვების შემდეგ 16 ქულა მოაგროვა, რითაც დროებით მე-4 პოზიციაზე გადასვლა მოახერხა. რუბენ ამორიმის გუნდი კარგ ფორმაში შევიდა.
მანჩესტერ იუნაიტედი 4-2 ბრაიტონი
გოლები: 1-0 მატეუს კუნია 24', 2-0 კაზემირო 34', 3-0 ბრაიან მბიუმო 61', 3-1 დენი უელბეკი 74', 3-2 ხარალამპოს კოსტულასი 90+2', 4-2 ბრაიან მბიუმო 90+6'.
მატჩის მიმოხილვა









