მილანიდან გოლის გატანა რაფა ლეაომ მოახერხა, ხოლო ბოლონიადან თავის გამოჩენა დან ნდოიემ და სანტიაგო კასტრომ შეძლეს. ამ გამარჯვების შემდეგ, ვინჩენცო იტალიანოს გუნდმა სატურნირო ცხრილში სწორედ მილანს გადაასწრო და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში, მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა.
ბოლონიამ ამ მატჩის შემდეგ 44 ქულას მოუყარა თავი, ხოლო მილანს 41 ქულა დარჩა. სერჟიუ კონსეისაუს გუნდის კრიზისი გრძელდება — "როსონერი" მე-8 პოზიციაზე რჩება.
მატჩის მიმოხილვა









