პარმადან გოლების გატანა მატეო კანჩელიერიმ და ენრიკო დელ პატრომ მოახერხეს, ხოლო მილანიდან თავის გამოჩენა კრისტიან პულისიკმა, ტიჯანი რეინდერსმა და სამუელ ჩუკვუეზემ შეძლეს. ამ უკანასკნელმა გამარჯვების მომტანი გოლი 95-ე წუთზე გაიტანა!
სერჟიუ კონსეისაუს გუნდი ამ გამარჯვების შემდეგ 34 ქულას აგროვებს, რითაც მე-6 პოზიციამდე დაწინაურდა. რაც შეეხება პარმას, სტუმრები 20 ქულით, მე-17 პოზიციაზე დარჩნენ.
მატჩის მიმოხილვა









