ესპანეთის ჩემპიონატში გამართული მატჩი ვილიარეალსა და სოსიედადს შორის, მასპინძელთა გამარჯვებით 3:1 დასრულდა.
ძირითად შემადგენლობაში იყო ვილიარეალის ქართველი შემტევი ჟორჟ მიქაუტაძე, რომელმაც მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა.
მიქაუტაძემ ჯერ გოლი გაიტანა, შემდეგ საგოლე გადაცემა გააკეთა და გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.
29 ტურის შემდეგ, ვილიარეალს 58 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა.









