საფრანგეთის ჩემპიონატის 28-ე ტურში გამართული მატჩი პსჟ-სა და ტულუზას შორის, მასპინძელთა გამარჯვებით 3:1 დასრულდა.
ძირითად შემადგენლობაში იყო პარიზელთა ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა და საგოლე გადაცემა მიითვალა.
დუბლის ავტორი უსმან დემბელე გახდა, ერთი გოლი კი გონსალო რამოშის ანგარიშზეა. კვარამ ამ მატჩში 8.0 შეფასება მიიღო.
პსჟ-ს ამჟამად 63 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერია.









