ჩემპიონშიპის მე-19 ტურის მატჩი უოტფორდსა და ნორვიჩ სიტის შორის გიორგი ჩაკვეტაძისთვის ნაადრევად დასრულდა. მიზეზი - ტრავმა, რომელიც ქართველმა ფლეიმეიქერმა შეხვედრის 37-ე წუთზე მიიღო. მას მოუწია მოედნის დატოვება, მის ნაცვლად კი "ყვითლების" რიგებში ტომას ინსი შემოვიდა.
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის ტრავმის სიმძიმე უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. შეგახსენებთ, რომ ეს იყო მისი მესამე მატჩი ლაზარეთიდან დაბრუნების შემდეგ. ჰერტფორდშირელთა მე-8 ნომერმა ითამაშა ჩემპიონშიპის გასულ ტურებში, ბირმინგემსა და პრესტონთან.
იქამდე კი როგორც ვიცით, 26 წლის ნახევარმცველი აპრილის შემდეგ ტრავმირებული იყო. რაც შეეხება ვიკარიჯ როუდის ბინადრების სატურნირო მდგომარეობას: 24 ქულა, მე-16 პოზიცია ინგლისის მე-2 ლიგის მე-19 ტურისთვის.









