მატჩის პირველი ტაიმი უგოლოდ, 0:0 დასრულდა. ანგარიში კი სტუმრებმა 75-ე წუთზე გახსენეს — თავი სანემ გამოიჩინა. ზუსტად 9 წუთში პოლერბახმა გაათანაბრა და საბოლოო ანგარიში, 1:1 დააფიქსირა.
უნიონ ბერლინი 1-1 ბაიერნი
გოლები: სანე 0-1 (75'), პოლერბახი 1-1 (84')
26 მატჩის შემდეგ, ბაიერნს 62 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს, უნიონ ბერლინი კი 27 ქულით მე-13 ადგილს იკავებს. მომდევნო ტურში მიუნხენელები ზტ. პაულს უმასპინძლებენ, ხოლო ბერლინელები ფრაიბურგს ესტუმრებიან.









