მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, მიუნხენის ბაიერნი ტომას ტუხელს გაათავისუფლებს, ამიტომ მის შემცვლელს უკვე აქტიურად ეძებს.
ბაიერნის მწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატი ჟოზე მოურინიოა, რომელმაც რომა რამდენიმე კვირის წინ დატოვა და ამჟამად თავისუფალია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის უკვე გერმანულსაც სწავლობს.
მოურინიოს ბაიერნში შესაძლო გადასვლას კლუბის დირექტორი, მაქს ებერლი გამოეხმაურა: "რა თქმა უნდა, ჩვენ ვეძებთ ისეთ კანდიდატს, რომელიც ამჟამად თავისუფალია. მოურინიო უკვე სწავლობს გერმანულს? - არ ვიცი."
გერმანიის ბუნდესლიგის 26 ტურის შემდეგ, ბაიერნს 60 ქულა აქვს, მეორე ადგილზე იმყოფება და ლიდერს, ლევერკუზენს 10 ქულით ჩამორჩება. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში რეკორდმაისტერი არსენალს დაუპირისპირდება.
Bundesliga
მოურინიო ბაიერნში? - მიუნხენური კლუბის დირექტორმა კომენტარი გააკეთა











