ოსასუნას ყოფილმა თავდამსხმელმა, ვალტერ პანდიანიმ გაიხსენა 2011 წლის იანვარში გამართული მატჩი, რომელშიც მისი გუნდი რეალ მადრიდს უპირისპირდებოდა. ურუგვაელ ექს-ფორვარდს იმ შეხვედრაში მოუვიდა კონფლიქტი, თავდაპირველად კრიშტიანუ რონალდუსთან, შემდეგ კი ჟოზე მოურინიოსთან.
"რონალდუს პუბლიკა შეხვდა უარყოფითად, რის გამოც ის მთელი მატჩის განმავლობაში აგრესიული იყო. ერთ-ერთ მომენტში მან ხელი კრა ჩემს ერთ-ერთ თანაგუნდელს, რომელიც მე დავიცავი. კრიშტიანუს მეც შევეხე ხელით, მან კი მკითხა, თუ ვინ ვიყავი და რამდენი მქონდა ხელფასი.
როგორც ბომბარდირი, პორტუგალიელი თავდამსხმელი დიდებულია, რასაც ვერ ვიტყვი მის პიროვნებაზე. ჩვენი კონფლიქტი გაგრძელდა გასასვლელშიც, რის შემდეგაც უკვე მოურინიომ მითხრა, რომ ამ ყველაფერს უფასო რეკლამის გამო ვაკეთებდი. პრიმერა დივიზიონში ვთამაშობდი 11 წლის მანძილზე და მათი მხრიდან ამის თქმა ჩემთვის ძალიან დამამცირებელი იყო."









