"მოურინიო ნაპოლიში? გიდასტურებთ, რომ ამაზე მოლაპარალებები საერთოდ არ მიმდინარეობს და ეს არ მოხდება. ის რომაში მუშაობდა, ახლა კი თავისუფალია, სად წავა, არ ვიცი.
ჟოზე უმაღლესი დონის სპეციალისტია, უდიდესი გამოცდილებით და ვფიქრობ, ახალ გამოწვევებს მალე მიიღებს, თუმცა ეს არ იქნება ნაპოლი", - განაცხადა დე ლაურენტისმა.
მოგეხსენებათ, პორტუგალიელი სპეციალისტი "რომას" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს.









