ეგვიპტელი თავდამსხმელი "ბლანკოსთან" პირველად დამარცხდა ჯერ კიდევ რომაში თამაშის დროს, 2016 წელს. მომავალმა ჩემპიონებმა მერვედფინალში "ჯალოროსის" ორივე მატჩი მოუგეს. იმის შემდეგ იყო კიდევ 6 თამაში, მათ შორის 2 ფინალი და ყველა შემთხვევაში გამარჯვებულები ბერნაბეუს ბინადრები გამოდიოდნენ.
ნავსტი გატყდა დღეს - რვაწლიანი იმედგაცრუების შემდეგ, "წითლების" ლიდერმა რეალი დაამარცხა. დღევანდელი გამარჯვება მისთვის შესაძლოა ყოფილიყო უფრო შთამბეჭდავიც, რომ არა ერთი ფაქტი: მერსისაიდელთა მე-11 ნომერმა ვერგამოიყენა პენალტი და მოედანი უგოლოდ დატოვა.











