ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში პსჟ სტუმრად ლივერპულს დაუპირისპირდა და 2:0 გაიმარჯვა.
მატჩის შემდეგ კომენტარი მერსესაიდელთა მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა გააკეთა.
"მსაჯის ეს გადაწყვეტილება საერთოდ არ გამკვირვებია, რადგან ამ სეზონში მათ უკვე ბევრჯერ მიიღეს გადაწყვეტილება ჩვენს წინააღმდეგ.
თუ მსაჯი პენალტს არ ნიშნავს, VAR საქმეში ერევა, თუმცა ჩარევის უფლება არ აქვს. ნათლად ვხედავთ, რომ კონტაქტი იყო და პენალტი უნდა დანიშნულიყო.
იყო ბევრი ფაქტორი, რაშიც არ გაგვიმართლა. დემბელეს გოლამდე ორი წუთით ადრე მსგავსი მომენტი ჩვენ გვქონდა და მათმა მეკარემ მოიგერია, ზუსტად ორ წუთში კი მსგავსი მომენტი ჩვენ კართან შეიქმნა და გოლი გავუშვით.
იმიტომ არის დემბელე ოქროს ბურთის მფლობელი, რომ ასეთ მომენტებს აუცილებლად იყენებს", - განაცხადა სლოტმა.









