იტალიის ნაკრების ახალი ანტირეკორდი - პირველი მსოფლიო ჩემპიონი ეროვნული გუნდი, რომელიც მუნდიალზე ზედიზედ მესამედ ვერ მოხვდა. "სკუადრა აძურა" აქამდე აღნიშნულ "მიღწევას" იყოფდა ინგლისსა და ურუგვიასთან, რომლებიც წარსულში ჩემპიონობის შემდეგ, მთავარ ტურნირზე ზედიზედ 2-ჯერ ვერ მოხვედრილან.
მიყოლებით სამი მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვება კი როგორც აღვნიშნეთ, უნიკალური მოვლენაა. რაც შეეხებათ სხვა მუნდიალის ტრიუმფატორ ეროვნულ გუნდებს, პირველი ჩემპიონობის მომენტიდან მათ მთავარი ტურნირი არ გამოუტოვებიათ. საუბარია ბრაზილიის, გერმანიის, არგენტინის, საფრანგეთისა და ესპანეთის შესახებ.
მსოფლიო ჩემპიონი ნაკრებები, რომლებიც შემდეგ მუნდიალზე ვერ მოხვდნენ
| ნაკრები | მსოფლიო ჩემპიონობა | მუნდიალზე ვერმოხვედრა |
| იტალია | 1934, 1938, 1982, 2006 | 1958, 2018, 2022, 2026 |
| ინგლისი | 1966 | 1974, 1978, 1994 |
| ურუგვაი | 1930, 1950 | 1958, 1978, 1982, 1994, 1998, 2006 |









