გასაკვირი არაა, რომ სიაში პირველ ადგილს ბარსელონასა და ესპანეთის ნაკრების ლიდერი ლამინე იამალი იკავებს.
აღსანიშნავია, რომ გამორჩეულ ტალანტებს შორის ქართველი ფეხბურთელი ვახტანგ სალიაც მოხვდა. 17 წლის სალია დინამო თბილისის ძირითად გუნდშია და მის ანგარიშზე 3 გოლია.
სალიას მომავალი ნიუკასლს დაუკავშირეს. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ტრანსფერის დახურვამდე მცირე დეტალები დარჩა მოსაგვარებელი.











