მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდარულმა მეკარემ, პეტერ შმეიხელმა გიორგი მამარდაშვილის შესახებ ისაუბრა. ვეტერანმა ფეხბურთელმა ხაზი გაუსვა ლივერპულის სიძლიერეს და აღნიშნა, რომ ქართველი გოლკიპერის მაღალი დონის მიუხედავად, მას სათადარიგოთა სკამზე ყოფნა უწევს.
"როდესაც უყურებ ლივერპულს თამაშს, ხარისხი იგრძნობა ყველა პოზიციაზე, მათ შორის სათადარიგოთა სკამზეც. მამარდაშვილი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გოლკიპერია, მაგრამ მერსისაიდელთა ამ ფორმაციაში ის სათადარიგო მოთამაშეა. ეს ფაქტი ბევრ რამეზე მეტყველებს.
"წითლებში" ისეთი კონკურენციაა, რომ ადგილი ასეთი მაღალი დონის ფეხბურთელებისთვისაც კი არ არის. წარმატების მიღწევა სწორედ ასეთი კონკურენციის ხარჯზე არის შესაძლებელი. ენფილდის ბინადრებს ეტყობათ, რომ მათ ყველა თამაშის მოგება სურთ", - განაცხადა დანიელმა ექს-გოლკიპერმა.









