ლიონის ოლიმპიკის თავდამსხმელმა, გიორგი მიქაუტაძემ მოახლოებული სეზონის შესახებ ისაუბრა. ალექსანდერ ლაკაზეტის გუნდიდან წასვლის შემდეგ, "ლომების" მთავარი დამრტყმელი ძალა სწორედ ქართველი ფორვარდი იქნება. თავად ახალგაზრდა შემტევის თქმით, ის ამ გამოწვევისთვის მზად არის.
"ზედმეტი ზეწოლა? არა, ყველაფერი დაახლოებით იგივენაირად არის, როგორც გასულ სეზონში იყო. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ შარშან გვყავდა ლაკაზეტი, მე კი მხოლოდ შანსებს ვეძებდი. რაც შეეხება ამჟამინდელ სიტუაციას, გუნდის მთავარი ფორვარდი სწორედ მე ვარ.
გუნდში კარგი გარემოა, ჩვენ ვსაუბრობთ სხვადასხვა ენებზე - ინგლისურად, ესპანურად, პორტუგალიურად, ჩეხურად, ქართულად. წინასასეზონო მზადებით კმაყოფილები ვართ, რადგან ბევრ კომპონენტში უკეთესები გავხდით. ამასთან ერთად, ახალი ტაქტიკაც მოვსინჯეთ."









