ნაპოლიში პრობლემები გრძელდება, გუნდმა სერია ა-ს ბოლო ტურში ქულები ისევ დაკარგდა. სტადიო მარადონაზე, "პარტენოპეიმ" ჯენოა ვერ დაამარცხა და ოთხეულთან ჩამორჩენა უკვე 9 ქულამდე გაიზარდა.
დე ლაურენტისი კი მორიგი რევოლუციისთვის ემზადება, მაძარის გაშვება დღის წესრიგში დადგა. ბოლო საათებია გუნდის ხელმძღვანელობა პოტენციური შემცვლელების ძიებას შეუდგა. გამოიკვეთა 3 კანდიდატი: ფრანჩესკო კალცონა, მარკო ჯამპაოლო და ფაბიო კანავარო.
ფრანჩესკო კალცონა ნაპოლისთვის უცხო კადრი არაა, 55 წლის იტალიელი ჯერ მაურიციო სარის თანაშემწე იყო 2015 წლიდან 2018 წლამდე, შემდეგ კი ლუჩანო სპალეტისთან ერთად იმუშავა 2021/22 სეზონზე. კალცონა ახლა სლოვაკეთის ეროვნული ნაკრების თავკაცია და მისი ნაპოლიში წამოყვანა მარტივი არ იქნება, თუმცა განიხილება ის ვარიანტიც, რომ იტალიელმა პარალელურად, ორივე პოზიციაზე იმუშაოს (ნაკრებშიც და გუნდშიც). ფრანჩესკო ნაპოლიში დაბრუნებას სერიოზულად განიხილავს.
სათადარიგო გეგმა მარკო ჯამპაოლოა, რომელიც 2022 წლიდან უმუშევარია. ასევე განიხილება, ფაბიო კანავაროს ვარიანტიც, რომელიც ბოლოს ბენევენტოში მუშაობდა.
Serie A
მწვრთნელის შეცვლა ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ?









