არიან მოთამაშეები, რომელთაც დღეს ითამაშეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დიდი გზისა და დაღლილობის შემდეგ, გუნდთან ერთად მხოლოდ ერთი ვარჯიშის ჩატარება მოასწრეს და ამის მიუხედავად, გამორჩეული მატჩები ჩაატარეს.
სლოვან ბრატისლავა კოშიცეს დაუპირისპირდა და 1:1 ითამაშა. საქართველოს ნაკრების კაპიტანი მოედანზე მეორე ტაიმში შევიდა და ამ დროში 6-დან 5 საჰაერო ორთაბრძოლის მოგება, 29 ზუსტი პასისა და 2 დარტყმის განხორციელება მოასწრო. მან 7.5 შეფასება მიიღო, რითაც თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

ლა ლიგა 2-ის მე-16 ტურში ლევანტე რასინგს ესტუმრა და უგოლო ფრე ითამაშა. ქოჩორაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო, 76-ე წუთზე შეცვალეს და 7.1 შეფასება დაიმსახურა.
ინგლისის ჩემპიონშიფში უოტფორდი პლიმუთს დაუპირისპირდა და 2:2 ითამაშა. უოტფორდის შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 6.7 შეფასება მიიღო. უოტფორდმა ორივე გოლი მაშინ გაიტანა, როცა ჩაკვე მოედანზე იყო.
მიუხედავად იმისა, რომ ლუკა გუგეშაშვილს სანაკრებო მატჩებიში არ უთამაშია, ის საბერძნეთში დაბრუნდა და პანსერაიკოსის რიგებში მორიგი საოცარი მატჩი ჩაატარა. მისმა გუნდმა 1:2 მოიგო, გუგეშამ კი 5 სეივი გააკეთა.









