საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ოლიმპიადაზე მე-6, ვაჟთა ნაკრებმა კი მე-19 ადგილი დაიკავა.
ბუდაპეშტში, მსოფლიოს საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაციის - ფიდეს 100 წლის იუბილეს აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა, სადაც საქართველოს პრიზი გადაეცა. მიღებაზე დააჯილდოვეს ბოლო 100 წლის განმავლობაში გამორჩეული საჭადრაკო მოღვაწეები და ცალკეული ორგანიზაციები განსაკუთრებული მიღწევებისა და ჭადრაკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. ყველა დროის საუკეთესო ქალთა გუნდად საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრები დასახელდა, სპეციალური პრიზით კი დაჯილდოვდა მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდა ნონა გაფრინდაშვილი.









