იტალიის სერია ა-ს 29-ე ტურში, მოქმედმა ჩემპიონმა, ნაპოლიმ საკლუთარ მოედანზე ლეჩეს უმასპინძლა და მეტოქე 2-1 დაამარცხა.
შეხვედრის ანგარიში სტუმრებმა დებიუტშივე, მე-3 წუთზე გახსნეს — თავი სიბერტმა გამოიჩინა. მეორე ტაიმის სტარტზე, 47-ე წუთზე ჰოილუნმა წონასწორობა აღადგინა, ხოლო 67-ე წუთზე მეტოქის კარი პოლიტანომ აიღო და საბოლოო ანგარიში, 2-1 დააფიქსირა.
ნაპოლი 2-1 ლეჩე
გოლები: 0-1 სიბერტი (3'), 1-1 ჰოილუნი (47'), 2-1 პოლიტანო (67')
დღევანდელი გამარჯვების შემდეგ, ნაპოლის 59 ქულა აქვს და მესამე ადგილს იკავებს. მომდევნო ტურში ანტონიო კონტეს გუნდი კალიარის ესტუმრება.









