ნაპოლის ბანაკიდან ახალი, საკმაოდ არასასიამოვნო ინფორმაცია ვრცელდება — როგორც ირკვევა, ანტონიო კონტემ ტრავმის გამო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დაკარგა, კერძოდ ბილი გილმორი, რომელსაც ოპერაციული ჩარევა ესაჭიროება.
24 წლის ფეხბურთელს ოპერაცია პუბალგიაზე (რბილი ქსოვილის დაზიანება მუცლის ქვედა ნაწილში) ჩაუტარდება, რის გამოც საკმაოდ დიდხანს იუქმებს.
პირველადი ინფორმაციით, ბილი გილმორი 2 თვემდე იუქმებს, რაც ანტონიო კონტეს ახალ თავის ტკივილს უჩენს. შეგახსენებთ, ტრავმები აწუხებთ კიდევ ორ ნახევარცმველს ზამბო ანგისასა და კევინ დე ბრუინს, შესაბამისად, ნაპოლის შუახაზში დიდი პრობლემები აქვს.









