სერია ა-ს მეექვსე ტურში ნაპოლიმ ჯენოა საკუთარ მოედანზე 2:1 დაამარცხა. მასპინძლები 57-ე წუთამდე მარცხდებოდნენ, თუმცა ფრენკ ანგისასა და რასმუს ჰოილუნდის ბურთებით "პარტენოპეიმ" თამაშის შემოტრიალება შეძლო.
"აძური" აგროვებს 15 ქულას და ამ მომენტისთვის პირველ ადგილს რომასთან ერთად იყოფს. შემდეგი მოწინააღმდეგე სანაკრებო პაუზის დასრულებისას იქნება ტორინო, ჩემპიონთა ლიგაზე კი მარადონას ბინადრები პსვ ეინდჰოვენს შეხვდებიან.
ნაპოლი 2:1 ჯენოა
გოლები: 0:1 ჯეფ ეხატორი 33', 1:1 ფრენკ ანგისა 57', 2:1 რასმუს ჰოილუნდი 75'.









