რამდენიმედღიანი მოლაპარაკებები საბოლოო შეთანხმებით დასრულდა — ანტონიო კონტე ნაპოლიში რჩება! აურელიო დე ლაურენტისის მიერ წარდგენილი პროექტი, იტალიელი სპეციალისტისთვის საკმარისი აღმოჩნდა გუნდში დასარჩენად. მეტიც, მხარეები დიდი ალბათობით ახალ, გაუმჯობესებულ კონტრაქტსაც გააფორმებენ. შეგახსენებთ, ანტონიო კონტეს ნაპოლისთან არსებული ხელშეკრულება 2027 წლამდე აკავშირებს, მისი წლიური ანაზღაურება კი თითქმის €9 მილიონია.
ანტონიო კონტე, რომ ნაპოლის დატოვებას სერიოზულად განიხილავდა, ამის შესახებ პირველად ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ გავრცელდა. როგორც იტალიაში წერდნენ, გამოცდილ სპეციალისტსა და კლუბის მფლობელს შორის სერიოზულ კონფლიქტს ჰქონდა ადგილი, თუმცა როგორც ჩანს მხარეებს შორის სიტუაცია გამოსწორდა და ისინი თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
ნაპოლიში ახალი სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყეს. კლუბმა ლუკა მარიანუჩისა და კევინ დე ბრუინის ტრანსფერები უკვე დახურა, თუმცა "პარტენოპეი" ამაზე გაჩერებას არ აპირებს და როგორც ცნობილი ხდება, კლუბი მინიმუმ 5 ფეხბურთელს კიდევ დაიმატებს.









