ნაპოლიში რევოლუცია დაიგეგმა - ჟელინსკის (ინტერი) და ოსიმენის (გამოსასყიდი თანხა 130 მილიონი) გარდა, თუ "პარტენოპეი" ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავიდა, გუნდს კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი დატოვებს.
გუნდში კითხვების დასმა გრძელდება, ეძებენ მთავარ მიზეზებს, თუ რატომ ჩააგდო გუნდმა ეს სეზონი, თუმცა წინ კიდევ 3 თვეა, ნაპოლის შეუძლია სეზონი მაინც გადაარჩინოს და ჩემპიონთა ლიგის საგზური გაინაღდოს. ევროპის მთავარ ტურნირზე გასვლა არა მხოლოდ გულშემატკივრების გამო, არამედ კლუბის პრესტიჟისთვისაც მნიშვნელოვანია.
ყველაფრის მიუხედავად, ზაფხულში გუნდს ბევრი ფეხბურთელი დატოვებს - ჟელინსკი ინტერში მიდის, ოსიმენს კი პრემიერ ლიგაში ელოდებიან. სიაში კიდევ 5 ფეხბურთელია, რომელთა მომავალიც გაურკვეველია: ალექს მერეტი, ამირ რაჰმანი, მარიო რუი, ჯოვანი სიმეონე და ჯაკომო რასპადორი. ეს იმ ფეხბურთელების სიაა, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო, დიდი შანსია ტრანსფერზე დააყენონ.
სეზინოს დასრულებამდე ამ ფეხბურთელებს, კარგი თამაშით, შეუძლიათ გუნდში ადგილის შეინარჩუნება ან ზაფხულში სხვა გუნდში ტრანსფერებზე ხელის მოწერა. გუნდმა სკუდეტოს დაცვა ვერ მოახერხა, ახლა კი მხოლოდ ერთი მიზანი აქვთ - ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა. თუ ეს მაძარის გუნდს არ გამოუვა, გუნდში სერიოზული ცვლილებები მოხდება.
Emanuela Castelli © RCS MEDIAGROUP









