ვეტერანმა ფრანგმა ფეხბურთელმა სამირ ნასრიმ ოქროს ბურთის მოგების მთავარი ფავორიტი დაასახელა.
"ჩემი აზრით, წელს ოქროს ბურთს უსმან დემბელე იმსახურებს, ვფიქრობ, მას გამორჩეული სეზონი ჰქონდა", - განაცხადა ნასრიმ.
შეგახსენებთ, რომ დემბელემ წელს პსჟ-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგა, საფრანგეთის ლიგა 1, საფრანგეთის თასი და უეფას სუპერთასი მოიგო.
ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონია 22 სექტემბერს არის ჩანიშნული.









