პირველი უგოლო ტაიმის შემდეგ, რეალმა მეტოქის კართან შეტევები გაზარდა, რასაც ფედე ვალვერდეს საოცარი გადაცემა და მბაპეს გოლი მოჰყვა.
მალევე ვინისიუსის მოპოვებული პენალტი კილიანმა ზუსტად შეასრულა, დუბლი გაიფორმა და ბერნაბეუზე თავისი გოლების ყულაბა გახსნა.
გარდა გოლებისა, რეალმა საოცარი სანახაობა შემოგვთავაზა და თითქმის ყველა ეპიზოდში შეტევებს საკმაოდ ეფქტურად ავითარებდნენ.
ამ გამარჯვებით რეალმა 8 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზეა. სამეფო კლუბი მხოლოდ ბარსელონას ჩამორჩება.









