პირველ ნახევარფინალურ მატჩში ჩარლზ ბარკლის გუნდმა კენი სმიტის გუნდი საკმაოდ მარტივად, 41-32 დაამარცხა. პარკეტზე საუკეთესო შეი გილჯეს-ალექსანდერი იყო, რომელმაც 12 ქულა ჩააგდო, 2 მოხსნა შეასრულა და 1 პასითაც გამოიჩინა თავი.
რაც შეეხება მეორე შეხვედრას, შაკილ ო’ნილისის ბიჭებმა Team Candace საკმაოდ საინტერესო ბრძოლაში, 42-35 დაამარცხა და ფინალში გასვლა მოახერხა. ამ მატჩში საუკეთესო დემიან ლილარდი იყო, რომელმაც 9 ქულა ჩააგდო, რასაც 3 მოხსნა და 2 პასიც დაუმატა.
ფინალში შაკილ ო’ნილის გუნდი ფავორიტი იყო და საკმაოდ მარტივი გამარჯვებაც მოიპოვა. ჯეისონ ტეიტუმისა და სტეფ კარის ლიდერობით, შაკის გუნდმა მეტოქე 24-41 დაამარცხა და NBA All Star 2025-ის გამარჯვებული გახდა.
ფინალური მატჩის მიმოხილვა









