მაყურებელმა საკმაოდ სანახაობრივი მატჩი იხილა, სადაც გუნდებმა ერთმანეთს არაფერი დაუთმეს. სერიის პირველი შეხვედრისთვის, ოვერტაიმში გადასული დაპირისპირება, იმის საფუძველს იძლევა, რომ მომდევნო მატჩები ბევრად საინტერესო იქნება.
მატჩის MVP ჯეისონ ტატუმი გახდა. 26 წლის კალათბურთელმა 36 ქულა ჩააგდო, 12 მოხსნა შეასრულა და 4 პასითაც მოამარაგა გუნდელები. ინდიანადან საუკეთესო ტაირის ჰალიბარტონი იყო, რომელმაც საკუთარ გუნდს 25 ქულა მოუპოვა.
სერიის მეორე შეხვედრას ისევ ბოსტონი უმასპინძლებს. მატჩი 24 მაისს, თბილისის დროით 04:00 საათზე გაიმართება.









