მატჩის MVP ჯაილენ ბრაუნი გახდა. 27 წლის კალათბურთელმა არც მეტი, არც ნაკლები 40 ქულა ჩააგდო, 5 მოხსნა შეასრულა და 2 პასითაც გამოირჩა. ინდიანადან საუკეთესო პასკალ სიაკამი იყო, რომელმაც საკუთარ გუნდს 28 ქულა მოუპოვა.
სერიის მესამე შეხვედრას უკვე ინდიანაპოლისი უმასპინძლებს. მატჩი 26 მაისს, თბილისის დროით 04:30 საათზე გაიმართება.










