მატჩის MVP ჯაილენ ბრაუნი გახდა. 27 წლის კალათბურთელმა 29 ქულა ჩააგდო, 6 მოხსნა შეასრულა და 2 პასითაც გამოირჩა. ინდიანადან საუკეთესო ენდრიუ ნემბჰარდი იყო, რომელმაც საკუთარ გუნდს 24 ქულა მოუპოვა.
ბოსტონ სელტიკსი სუპერფინალში 1-წლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება. "კელტები" ფინალში ბოლოს 2021/22 სეზონში იყვნენ, როდესაც გოლდენ სტეიტთან სერიაში, 2-4 დამარცხდნენ. ჯო მაზულას მიზანია გუნდმა NBA-ის ტიტული მეთერთმეტედ მოიგოს.
ბოსტონის მეტოქე შეიძლება დღეს ღამით გაირკვეს. დალას მავერიქსი-მინესოტა ტიმბერვულვზის სერიის მეოთხე მატჩი, თბილისის დროით 04:30 საათზე დაიწყება. დალასს სერიაში დიდი უპირატესობა აქვს, 3-0, შესაბამისად, დიდი შანსია ბოსტონის მეტოქე სწორედ დონჩიჩის გუნდი იყოს.









