ფინალების MVP ჯეილენ ბრაუნი გახდა. 27 წლის კალათბურთელმა სერიის მე-5 მატჩში 21 ქულა ჩააგდო, 8 მოხსნა შეასრულა და 6 შედეგიანი პასითაც მოამარაგა გუნდელები. სელტიქსის ფორვარდი, სუპერფინალის ხუთივე შევხედრაში გუნდს ლიდერობდა და ეს აღიარებაც დამსახურებული იყო.
Jaylen Brown wins the Bill Russell Trophy as the 2024 #NBAFinals MVP! ☘️ pic.twitter.com/ePINrAOdx4
— NBA (@NBA) June 18, 2024
ძალიან კარგი მატჩი ჰქონდა ბრაუნის თანაგუნდელ ჯეისონ ტატუმსაც - 31 ქულა, 8 მოხსნა, 11 პასი. რაც შეეხება დალასს, გუნდს კვლავ ლუკა დონჩიჩმა ულიდერა: 28 ქულა, 12 მოხსნა, 5 პასი.
ბოსტონმა ამ მოპოვებული ტიტულის შემდეგ, ლეიკერსის უკან ჩამოტოვება მოახერხა:
სელტიქსი: 18 ჩემპიონობა;
ლეიკერსი: 17 ჩემპიონობა;
სეზონი დასრულდა, თუმცა წინ 2024-25 სეზონის დრაფტი გველოდება, რომელიც სტარტს 26 ივნისს აიღებს.









