როქეთ მორტგეიჯ არენაზე საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი მატჩი გაიმართა. კლივლენდ კავალიერსმა ბოსტონს დიდი წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა ბოლოს სტუმარმა გუნდმა გამარჯვება მაინც მოახერხა, 102:109.
მატჩის MVP ჯეისონ ტატუმი გახდა. 26 წლის ამერიკელმა 33 ქულა ჩააგდო, 11 მოხსნა შეასრულა და 5 შედეგიანი პასიც გააკეთა. კლივლენდიდან გამორჩეული მოთამაშე დარიუს გარლანდი იყო, რომელმაც საკუთარ გუნდს 30 ქულა მოუპოვა, თუმცა ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღოჩნდა.
სერიის მეხუთე მატჩი უკვე ბოსტონში გაიმართება, 16 მაისს, თბილისის დროით 03:00 საათზე.
ოკლაჰომა სითი თანდერმა მოახერხა და სერიაში წონასწორობა აღადგინა, 2-2. მარკ დეინოლტის ბიჭებმა სტუმრად დალას მავერიქსის დამარცხება მოახერხეს, ანგარიშით 96:100.
პირველ 2 მეოთხედში დალასი ბევრად უკეთესი იყო, თუმცა ოკლაჰომამ მნიშვნელოვანი უპირატესობის მოპოვება მესამე მეოთხედიდან შეძლო. სტუმრებს კვლავ შაი გილგეუს-ალექსანდერმა ულიდერა. კანადელმა 34 ქულა ჩააგდო, 8 მოხსნა შეასრულა და 5 პასიც მიითვალა. შაის კარგ ფორმაზე ყველა საუბრობს, ის უბრალოდ შეუჩერებელია. დალასიდან გამორჩეული პ.ჯ ვაშინგტონი იყო - 21 ქულა და 12 მოხსნა.
სერიის მეხუთე მატჩს ოკლაჰომა უმასპინძლებს. შეხვედრა 16 მაისს, თბილისის დროით 05:30 საათზე დაიწყება.











