ფილადელფიის მხრიდან საუკეთესო იყო ჯოელ ემბიდი, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა: 23 ქულა, 15 მოხსნა და 5 პასი. მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი კი ტაილერ ჰირო გახდა – 25 ქულა, 2 მოხსნა და 9 პასი.
ფილადელფია პლეიოფის ძირითად ბადეში გავიდა და პირველ რაუნდში აღმოსავლეთის მეორე გუნდს ნიუ იორკ ნიქსს შეხვდება.
რაც შეეხება მაიამის, ეს გუნდი გააგრძელებს პლეი-ინში თამაშს და საკუთარ პარკეტზე მიიღებს ჩიკაგო ბულზსს, რომელმაც გუშინ ღამით ატლანტა ჰოუქსის დამარცხება მოახერხა. ამ შეხვედრაში გაირკვევა აღმოსავლეთიდან პლეიოფის ბოლო მონაწილე გუნდი, რომელიც პირველ რაუნდში კონფერენციის ჩემპიონს, ბოსტონ სელტიკს შეხვდება.
ჩიკაგო-ატლანატადან პარკეტზე საუკეთესო, კობი უაითი იყო, რომელმაც საოცარი მატჩი აჩვენა და საკუთარ გუნდს ულიდერა: 42 ქულა, 9 მოხსნა და 6 ასისტი.












