გოლდენ სტეიტის ლიდერმა, სტეფენ კარიმ 22 ქულა მოაგროვა, ხოლო მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე საკრამენტოდან კიგან მიურეი, 32 ქულით და 9 პასით, იყო.
საკრამენტოს შემდეგი მატჩი ნიუ ორლეანს პელიკანსთან ელოდება, ამ შეხვედრაში გაირკვევა დასავლეთიდან პლეიოფის ბოლო მონაწილე გუნდი, რომელიც პირველ რაუნდში ოკლაჰომას შეხვდება.
გუშინ ღამით გაირკვა დასავლეთ კონფერენციაში პლეიოფის მეშვიდე მონაწილე გუნდის ვინაობაც - ლებრონ ჯეიმსის ლოს ანჯელეს ლეიკერსმა სტუმრად ნიუ ორლეანს პელიკანსის დამარცხება მოახერხა.
ლებრონის ანგარიშზე 23 ქულა, 9 მოხსნა და 9 შედეგიანი პასი იყო. მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი კი ზაიონ უილიამსონი გახდა, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა – 40 ქულა, 11 მოხსნა და 5 პასი.
ლეიკერსი პლეიოფის პირველ რაუნდში დენვერ ნაგეტს შეხვდება.
ლეიკერსი პლეიოფის პირველ რაუნდში დენვერ ნაგეტს შეხვდება.









