პარკეტზე საუკეთესო დონოვან მიჩელი იყო, რომელმაც საკუთარ გუნდს 39 ქულა მოუტანა. ამის გარდა, 27 წლის ამერიკელმა 9 მოხსნა შეასრულა და 5 შედეგიანი გადაცემითაც მოამარაგა გუნდელები. ორლანდოდან გამორჩეული მოთამაშე პაოლო ბანკერო იყო, რომელიც მთელი სერიის განმავლობაში, ორივე გუნდში ერთ-ერთი გამორჩეული იყო. დღევანდელ შეხვედრაში მის ანგარიშზე 38 ქულა, 16 მოხსნა და 2 პასი იყო.
1/4 ფინალში კლივლენდ კავალიერსის მეტოქე ბოსტონ სელტიქსი იქნება. სერიის პირველი მატჩი 8 მაისს თიდი გარდენზე, თბილისის დროით 03:00 საათზე გაიმართება.










