შეხვედრის MVP ენტონი ედვარდსი გახდა. 22 წლის ამერიკელი ფორმას არ კარგავს და გუნდის ლიდერობას აგრძელებს - 27 ქულა, 4 მოხსნა და 4 პასი, ენტონი გუშინ ასეთი სტატისტიკით გამოირჩა.
დენვერსს კი ნიკოლა იოკიჩმა ულიდერა: 22 ქულა, 9 მოხსნა, 2 პასი.
სერიის მე-7 მატჩს უკვე დენვერი უმასპინძლებს. ბოლ არენაზე შეხვედრა 20 მაისს, თბილისის დროით 00:00 საათზე გაიმართება.










