მინესოტას ენტონი ედვარდსმა ულიდერა, რომელიც პარკეტზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. 22 წლის ამერიკელმა 29 ქულა ჩააგდო, 10 მოხსნა შეასრულა და 9 პასითაც გამოიჩინა თავი. რაც შეეხება დალასიდან საუკეთესო მოთამაშეს, გუნდს ლუკა დონჩიჩმა კიდევ ერთხელ ულიდერა. 25 წლის კალათბურთელმა 28 ქულა ჩააგდო, 15 მოხსნა შეასრულა და 10 პასითაც მოამარაგა გუნდელები. ამ გასაოცარი სტატისტიკის მიუხედავად, დალასმა სერია ვერ დახურა და წინ მე-5 მატჩი გველოდება
სერიის მე-5 მატჩი უკვე მინეაპოლისში გაიმართება, კერძოდ 31 მაისს, თბილისის დროით 04:30 საათზე.










