NBA-ის პლეიოფის 1/2 ფინალური ეტაპის მეოთხე მატჩი გაიმართა ტარგეთ ცენტრ არენაზე, სადაც ერთმანეთს მინესოტა ტიმბერვულვზი და ოკლაჰომა სიტი თანდერი დაუპირისპირდნენ. ეს მატჩი სერიაში უდავოდ საუკეთესო იყო - მაყურებელმა საოცარი ბრძოლა იხილა, სადაც გამარჯვება კვლავ ოკლაჰომას დარჩა! ტაბლოზე საბოლოო ანგარიში 126:128 დაფიქსირდა. ოკლაჰომამ სერიაში უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა, რითაც სუპერფინალს მიუახლოვდა.
მატჩის MVP კვლავ შეი გილჯეს-ალექსანდერი გახდა, რომელმაც 40 ქულა ჩააგდო, 9 მოხსნა შეასრულა და 10 შედეგიანი პასითაც მოამარაგა გუნდელები. მინესოტას ნაიკლ ალექსანდერ-უოკერმა ულიდერა - 23 ქულა, 4 მოხსნა, 6 პასი.
სერიის მეხუთე შეხვედრა უკვე ოკლაჰომაში გაიმართება. მატჩი 29 მაისს, თბილისის დროით 04:30 საათზე გაიმართება.
მატჩის მიმოხილვა









