"კვარაცხელიას წასვლა ნაპოლისთვის არ აღმოჩნდა ტრაგედია, რადგან ბოლო პერიოდში ის მოქმედებდა ინდივიდუალურად, გუნდის ინტერესების გათვალისწინების გარეშე. ხვიჩაზე სასარგებლო "პარტენოპეისთვის" აღმოჩნდა ნერეში, გუნდის შედეგებიც ამაზე მეტყველებს. კონტე მას ძალიან სწორად იყენებს.
ანტონიო ყოველთვის ამტკიცებს იმას, რომ უმაღლესი დონის მწვრთნელია. დე ლაურენტისმა მისი გადმობირებით საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღო. "ლურჯები" არიან პირველ პოზიციაზე, რაც ნამდვილად შთამბეჭდავია", - განაცხადა ყოფილმა ბრაზილიელმა ფორვარდმა.











