4 მატჩიდან 29 წლის ქართველი არბიტრი 3-ში თანამსაჯი იქნება, ხოლო ერთ შეხვედრაში მთავარ მსაჯად არის დანიშნული.
იტალია V ინგლისი - 3 თებერვალი, თანამსაჯი
შოტლანდია V საფრანგეთი - 10 თებერვალი, თანამსაჯი
ინგლისი V ირლანდია - 9 მარტი, მთავარი მსაჯი
საფრანგეთი V ინგლისი - 16 მარტი, თანამსაჯი
2024 წლის 6 ერი სტარტს 2 თებერვალს აიღებს და 16 მარტს დასრულდება. ტურნირის მოქმედი ჩემპიონი ირლანდიაა, რომელმაც გასულ წელს ყველა მატჩში მოიგო და ტიტულს გრანდ სლემით დაეუფლა.
6 ერი 141 წლის წინ, 1883 წელს დაფუძნდა და თავდაპირველად მასში ინგლისი, შოტლანდია, ირლანდია და უელსი იღებდნენ მონაწილეობას, 1910 წელს კი მათ საფრანგეთი შეუერთდა. ტურნირმა დღევანდელი სახე 2000 წელს მიიღო, როდესაც გათამაშებას იტალიის ეროვნული ნაკრები დაემატა.









