პრემიერ ლიგის 27-ე ტურში მანჩესტერ სიტიმ საკუთარ კედლებში მიიღო ნიუკასლ იუნაიტედი, რომელიც ანგარიშით 2:1 დაამარცხა. "ქალაქელთა" მხრიდან დუბლი გაიფორმა ნიკო ო'რაილიმ, "კაჭკაჭებიდან" კი ლუის ჰოლმა შეაგდო. აღნიშნული შედეგი საჩემპიონო რბოლას უდიდეს ინტრიგას აძლევს.
პეპ გუარდიოლას გუნდი აგროვებს 56 ქულას და პრემიერ ლიგის ლიდერ ლონდონის არსენალთან ჩამორჩენას ორ ქულამდე ამცირებს. "მეთოფეებს" თავის მხრივ ელით ურთულესი შეხვედრა სტუმრად მეზობელ ტოტენჰემთან. დერბი გაიმართება დღეს, ჩვენი დროით 20:30 საათზე.
მანჩესტერ სიტი 2:1 ნიუკასლი
გოლები: 1:0, 2:1 ნიკო ო'რაილი 14', 27', 1:1 ლუის ჰოლი 22'.









