გიორგი მამარდაშვილის მიმართ რომ ტოპ კლუბები იჩენენ ინტერესს, ეს ახალი ამბავი არაა. წინა ზაფხულს, ქართველი მეკარე ბაიერნში გადასვლასთან იყო ახლოს, თუმცა ტრანსფერი ბოლო მომენტში ჩაიშალა. რაც შეეხება მოახლოებულ სატრანსფერო ფანჯარას, გიორგის იმდენად კარგი სეზონი აქვს, დიდი ალბათობით, ვალენსიას მისი შენარჩუნება გაუჭირდება.
რამდენიმე გუნდი ისევ ავლენს ინტერესს, თუმცა ნიუკასლია ის ერთადერთი, რომლის ჩართულობა უკვე დადასტურდა. ინგლისელების წარმომადგენლები, ამ სეზონში ვალენსიას თამაშებს რამდენჯერმე დაესწრნენ და კარგად იციან როგორც გიორგის შესაძლებლობები, ასევე მისი სატრანსფერო ფასიც. "ღამურები" ქართველ მეკარეს მინიმუმ €30-35 მილიონად აფასებენ.
როგორც ესპანურ პრესაში იწერება, მამარდაშვილს პრემიერ ლიგაში თამაში სურს. ქართველ ფეხბურთელსა და ვალენსიელთა უფროსობას შორის, წინა თვეებში საუბარი რამდენჯერმე შედგა - მხარეები იმაზე შეთანხმდნენ, რომ თუ რომელიმე კლუბი კარგ შეთავაზებას გააკეთებს და პროექტი გიორგისაც მოეწონება, ფეხბურთელი ვალენსიას დატოვებს, სხვა შემთხევაში 23 წლის მეკარე ვალენსიაში დარჩება.
ამ მომენტისთვის ნიუკასლის გარდა, სხვა გუნდის დადასტურებულ ინტერესზე ინფორმაცია არ გვაქვს, თუმცა წინ მთელი სატრანსფერო ფანჯარა და ევროპის ჩემპიონატია, შესაბამისად, სხვა კლუბების გააქტიურებაც მოსალოდნელია.









