მატჩის ბედი დიდწილად მანუელ ნოიერის შეცდომამ გადაწყვიტა. ბაიერნის გამოცდილი მეკარე მთავარმა მსაჯმა მატჩის მე-17 წუთზე, უხეშობისთვის გააძევა. ამის შემდეგ, ალონსოს გუნდმა უპირატესობა მოიპოვა — შეხვედრის ერთადერთი გოლი ნათან ტელამ გაიტანა. ნიგერიელმა ფეხბურთელმა საკუთარი გუნდის წინ გაყვანა 69-ე წუთზე მოახერხა.
იმის მიუხედავად, რომ ბაიერნი 10 კაცით დარჩა, ვინსენ კომპანის გუნდმა რამდენიმე სახიფათო მომენტი მაინც შექმნა, თუმცა ლევერკუზენმა კარი მშრალად შეინახა. ფაქტია, ბაიერნი ჰარი კეინთან ერთად სულ სხვა გუნდია, მისმა ტრავმამ კი "რეკორდმაისტერის" გეგმები არია. ინგლისელი გოლეადორი კიდევ ერთი ტიტულის გარეშე დარჩა.
იხილეთ მატჩის მიმოხილვა









