შეხვედრის 90 წუთი უგოლოდ დასრულდა, ხოლო ანგარიში 91-ე წუთზე ნუნიესმა გახსნა, რომელმაც ზუსტად 2 წუთში დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში, 0-2 დააფიქსირა.
აღნიშნული გამარჯვების შემდეგ, ლივერპულს 50 ქულა აქვს, პირველ ადგილზე იმყოფება და მეორეადგილოსან არსენალს 7 ქულით უსწრებს. მომდევნო ტურში არნე სლოტის გუნდი ენფილდზე იფსვიჩს უმასპინძლებს.









